29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელობასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული პოლიცია ერთ მამაკაცს ეძებს

უკრაინის ეროვნული პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელობასთან - ამის შესახებ "უკრაინსკა პრავდა" იტყობინება.

ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მაგრამ პოლიციამ გამოაქვეყნა მკვლელობის ადგილის მახლობლად გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა.

ირინა ფარიონზე თავდასხმა 19 ივლისს ლვოვში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად მოხდა. მას თავში ესროლეს. დაჭრილი პოლიტიკოსი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები