29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ევროპის "მშვიდობის ფონდი" სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროპის "მშვიდობის ფონდი" სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება. გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთს მხარდაჭერა ევროპის "მშვიდობის ფონდიდან" გამოუყოს.

ამ დახმარების მიზანია, გაძლიერდეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები, ასევე, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

ის, ასევე, მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას მომავალში საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო მონაწილეობისთვის, მათ შორის, ევროკავშირის მისიებში.

დღის ამბები