29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ამაზონის პირველყოფილი ტომების იშვიათი ფოტოები - შორს ცივილიზაციისგან 21-ე საუკუნეში

Survival International-ის თანახმად, ბრაზილიის, პერუს და ბოლივიის საზღვრებთან უკონტაქტო, პირველყოფილი ტომების ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილია. 

Members of the reclusive Mashco Piro tribe are seen near Monte Salvado

მაშკო პიროს ძირძველი თემი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განცალკევებული ტომია, მისი წარმომადგენლები მდინარე ლას პიედრასის ნაპირებთან იკრიბებიან. ბოლო პერიოდში, ისინი სულ უფრო ხშირად ტოვებენ ტროპიკული ტყის ტერიტორიას საკვების საძებნელად. მიზეზი კი მათი საცხოვრებელი ტერიტორიის მიმდებარედ, ხე-ტყის დამამზადებელი კომპანიების სამუშაოებია. 

Uncontacted Indians react to a plane flying over their community in the Amazon basin

 

ფოტოზე ინდიელები არიან, რომლებსაც ანთროპოლოგები უკონტაქტო, პირველყოფილ ტომად თვლიან. ფოტოზე ასახულია თუ როგორ რეაგირებენ ისინი თვითმფრინავზე, რომელმაც მათ გადაუფრინა. მათი თემი ამაზონის აუზში, ბრაზილიის შტატ აკრის მდინარე სინანთან ახლოს, პერუს საზღვართან მდებარეობს.

Members of the Mashco-Piro tribe observe a group of travelers in the Manu National Park

 

ფოტოზე მაშკო-პიროს ტომის წევრები არიან, ისინი მოგზაურთა ჯგუფს აკვირდებიან, რომლებიც მანუს ეროვნულ პარკში, მდინარე ალტო მადრე დე დიოსის გადაცურვას ცდილობენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუს ამაზონის აუზში. 

Members of a previously uncontacted tribe make contact with a team of researchers near the Envira river

ფოტოზე ნაჩვენებია კადრი სადაც უკონტაქტო ტომის სამი წევრი, ნებაყოფლობით შედის კონტაქტში მკვლევართა ჯგუფთან, მდინარე ენვირას ნაპირთან.

Handout photo shows members of an uncontacted Amazon Basin tribe and their dwellings during a flight over the Brazilian state of Acre along the border with Peru

ფოტოზე ჩანს ამაზონის უკონტაქტო ტომის წევრები და მათი სახლები, რომლებიც ბრაზილიის შტატ აკრის თავზე, პერუს საზღვართან ფრენის დროს აღმოაჩინეს.

Uncontacted Indians react to a plane flying over their community in the Amazon basin

 

ფოტოზე ინდიელები არიან, რომლებიც თვითმფრინავის გადაფრენაზე შუბების ქნევით რეაგირებენ, ანთროპოლოგები მათ უკონტაქტო ტომად თვლიან. მათი საცხოვრებელი ტერიტორია ამაზონის აუზში, ბრაზილიის შტატ აკრის მდინარე სინანთან ახლოს, პერუს საზღვართან მდებარეობს. 

წყარო: reuters-ი.

დღის ამბები