16 სექტემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ანჯელინა ჯოლის და ბრეტის პიტის ქალიშვილმა შაილომ, მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა

ანჯელინა ჯოლის და ბრეტის პიტის ქალიშვილმა შაილომ, მამის გვარზე ოფიციალურად თქვა უარი. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

შაილო სრულწლოვანი მაისში გახდა და გვარის ცვლილებასთან აკავშირებდათ განაცხადი სასამართლოში მაისშივე შეიტანა. მისი მოთხოვნა სასამართლომ ივლისში დაკმაყოფილდა და შაილო ნუველ ჯოლი - პიტი ახლა უკვე შაილო ნუველ ჯოლია.

წყვილის კიდევ ორი ქალიშვილი ვივიენი და ზაჰარა მამის გვარს არ იყენებენ, თუმცა შაილო პირველია, რომელმაც მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადა უარი და სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, 49 წლის ჯოლიმ და 60 წლის პიტმა ერთმანეთი 2004 წელს, "მისტერ და მისის სმიტების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ისინი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ.

დღის ამბები