29 სექტემბერი 2024,   06:19
ვრცლად
26 ოქტომბერს, ემიგრანტებთან ერთად, საქართველო გაიმარჯვებს - გაიმარჯვებს მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და ევროპისკენ სვლა - ირაკლი ზარქუა

შეიქმნა ორგანიზაცია "ემ გიდი", რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. საიტისა და ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ახალი პლატფორმა ემიგრანტებს საარჩევნო სიებში დარეგისტრირებასა და კონსულტაციაში დაეხმარება.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 26 ოქტომბერს, ემიგრანტებთან ერთად, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

"წინასაარჩევნოდ, უამრავი სიგიჟის მომსწრე გავხდებით ამ ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაციებისგან, უსამშობლოებისგან. იარონ ასე ცალ-ცალკე, ვისაც უნდათ, იმას შეხვდნენ. 26 ოქტომბერს, ემიგრანტებთან ერთად, საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და ევროპისკენ სვლა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები