16 სექტემბერი 2024,   14:50
ვრცლად
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ათწლეულების განმავლობაში, საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია - აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი

უნდა შევისწავლოთ, რა მოხდა და ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდეს, - აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი.

კიმბერლი ჩიტლს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში უსმენენ. კონგრესმენები საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბათლერში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამენ.

"13 ივლისს, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია ათწლეულების განმავლობაში. საიდუმლო სამსახურის უმთავრესი მისიაა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ლიდერები. 13 ივლისს ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ სააგენტოს ნებისმიერ შეცდომაზე. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ მიმდინარე გამოძიებასთან. უნდა შევისწავლოთ, რა მოხდა და ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა.

 

 

დღის ამბები