29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ბორელის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები, ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ამის მიზეზი კი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციაა, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრთა უმრავლესობამ უნგრეთთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია დააფიქსირა.

"ჩვენ უნდა გაგზავნოთ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს“, – განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები