29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ეთიოპიაში, მეწყრის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები

ეთიოპიაში, მეწყრის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. დაღუპულია ერთი პოლიციელიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს. არიან დაკარგულები და დაშავებულებიც.

სტიქია ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში, გოფას რაიონში მოხდა, სადაც მეწყერი წვიმების სეზონის თანმდევია და მსგავსი სტიქიები ივნისიდან აგვისტომდე ხშირად ხდება.

დღის ამბები