29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
დავაფასოთ თითოეული ამოსუნთქვა და ურთიერთობები, ვიდრე ცოცხალი ვართ - კიანუ რივზი

ბევრი ჩვენგანი სიკვდილზე ფიქრს გაურბის, მაგრამ არა კიანუ რივზი.

"59 წლის ვარ, ამიტომ სიკვდილზე გამუდმებით ვფიქრობ", - განაცხადა ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავმა კიანუ რივზმა BBC-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ეს კარგია.

"იმედი მაქვს, რომ ეს ზიანს არ მოიტანს, მაგრამ ასევე იმედი მაქვს, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დავაფასოთ თითოეული ამოსუნთქვა და ის ურთიერთობები, რომელიც გვაქვს", - აცხადებს მსახიობი.

მსახიობმა კიანუ რივზმა პირველი რომანი გამოსცა. "სხვა ადგილი" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მსახიობმა ბრიტანელ მწერალთან, ჩაინ მევილთან თანამშრომლობით დაწერა. წიგნი უკვდავ მებრძოლზე გვიყვება, რომელსაც სურს, რომ სიკვდილის შესაძლებლობა ჰქონდეს.

BBC-მა მსახიობთან ინტერვიუ, ამჯერად სწორედ მისი წიგნის გამო ჩაწერა.

 

დღის ამბები