29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
[VIDEO] შავ ზღვაზე დიდი ქარბორბალა გამოჩნდა, რომელმაც სოჭის სანაპიროს გადაუარა

რუსეთში, შავ ზღვაზე, დიდი ტორნადო გამოჩნდა, რომელმაც ქალაქ სოჭის სანაპიროს გადაუარა.

ქარბორბალას გადაადგილების ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა.

ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩები დატბორილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და მოგლეჯილია ხეები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 18 მეტრს აღწევდა.

დღის ამბები