29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის 10-მილიონიან დახმარებასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას "არასწორ და საშიშ ნაბიჯად" აფასებენ.

აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რეგიონში მილიტარიზაციასა და შეიარაღებას ემსახურება.

დღის ამბები