29 სექტემბერი 2024,   06:22
ვრცლად
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით იორდანიაშია

თეა წულუკიანი, სამუშაო ვიზიტით, იორდანიაშია. ის ქვეყნის კულტურის მინისტრს შეხვდა. მათ ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

აქცენტი გაკეთდა კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე. დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულებაც, სადაც ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება.

პარალელურად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჯერაშის კულტურის ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა მეორის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

დღის ამბები