29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
NASA-ს ზონდმა იუპიტერის ატმოსფეროს ფერადი შტორმის დეტალური ფოტოები გადაიღო

NASA-ს ზონდმა Juno-მ, იუპიტერის ატმოსფეროს ფერადი შტორმის დეტალური ფოტოები გადაიღო. ზონდმა ფოტოების გადაღება იუპიტერთან ბოლო ჩაფრენის დროს შეძლო.

Juno-მ იუპიტერის სიახლოვეს 61-ე ჩავლისას, 2024 წლის 12 მაისს, გიგანტური პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფერადი სურათები გადაიღო. ფოტოები, ქაოსური ღრუბლებისა და ციკლონური ქარიშხლების შესახებ იმ მხარის დეტალურ ხედს იძლევა, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილია, როგორც "დაკეცილი ძაფისებრი რეგიონი".

ფოტოები დაახლოებით 29 000 კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული.

ახალი ფოტოები მოყვარულმა მეცნიერმა გარი ისანმა გადაიღო, რომლისთვისაც Juno-ზე დამონტაჟებული კამერა JunoCam-ის მონაცემები გამოიყენა და ციფრული დამუშავების მეთოდის გამოყენებით, ფოტოს ხარისხი და ფერების სიკაშკაშე გაზარდა.

დღის ამბები