20 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
სუს-ი ადასტურებს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი გამოიკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ უწყებაში გამოკითხვაზე ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობის შეთქმულების ფაქტს ეხება.

თავად ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ის სუს-ში, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და აცხადებდა, რომ უწყებაში პირად საკითხთან დაკავშირებით მივიდა.

მედიის ინფორმაციით, ელიზბარ რაქვიაშვილი საქმის ერთადერთი მოწმეა. 

დღის ამბები