29 სექტემბერი 2024,   06:20
ვრცლად
რატომ შეიცვალა ოპოზიციამ რიტორიკა რუსეთის მიმართ - "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი ოპონენტები პრინციპებს საარჩევნო მიზნების მიხედვით იცვლიან

მმართველი გუნდისთვის, ოპოზიციის უპრინციპობის მაგალითი, ამჯერად რუსეთთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს უშედეგოდ უარყოფენ, პოლიტიკური არქივი კი ფაქტებს ინახავს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს, მწვავე განცხადებებთან ერთად, კონკრეტულ ინიციატივებსაც ახსენებს. მაგალითად, "ლელოს" მხრიდან ინიციირებულ საქართველოს დაცვის აქტს.

"ლელო" სანქციებთან ერთად რუსეთისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას ითხოვდა, მათ შორის, ფრენების და რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების აკრძალვასაც კი. პარტიამ საქართველოს დაცვის აქტი პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს დააინიციირა. ინიციატივის შესასრულებლად "ლელო" აღარ აქტიურობს.

სანქციების დაწესებას აქტიურად ითხოვდა გიორგი ვაშაძეც. საჯარო განცხადებას დღეს ის საჯაროდ უარყოფს. მეტიც, ამბობს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოების მომხრეა.

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება დღეს უკვე მისაღებია ნიკა გვარამიასთვისაც.

ოპოზიციის ყალბი რიტორიკა საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტები არჩევნებზე გარკვეული ხმების მიღების სანაცვლოდ პოლიტიკური პოზიციის ცვლილებასაც არ ერიდებიან.

ექნება თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას, რომელმაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში რიტორიკაც კი შეცვლა? - ეს 26 ოქტომბერს გამოჩნდება.

დღის ამბები