08 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა. მეხუთე ვადით ახლად არჩეული ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ შეზღუდვები 4 თვით გაუქმდება.

ამ ნაბიჯის მიზეზად ევროკავშირმა წინა საარჩევნო პერიოდში ნაკლები რეპრესიები, 6 პოლიტ პატიმრის შეწყალება და უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად დარეგულირებაში ბელარუსის როლი დაასახელა.

მიუხედავად ამისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, 2 დღის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.

 

 

დღის ამბები