29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
The New York Times: რუსეთიდან განხორციელებული ზარის შემდეგ, პენტაგონმა უკრაინის მიერ დაგეგმილი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ოპერაცია ჩაშალა

რუსეთიდან განხორციელებული ზარის შემდეგ, პენტაგონმა უკრაინის მიერ დაგეგმილი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ოპერაცია ჩაშალა - ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემას საქმესთან დაკავშირებულმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, რომ 12 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინს დაურეკა და იკითხა, ცნობილია თუ არა ამერიკული მხარისთვის, რომ კიევი მათი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციას გეგმავს.

ამერიკულმა მხარემ პასუხად განაცხადა, რომ კიევის გეგმების შესახებ არაფერი იცის, საუბრის შემდეგ კი პენტაგონიდან უკრაინაში შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაიგზავნა: "თუ ფიქრობთ, რომ რაიმე მსგავსი გააკეთოთ, არ გააკეთოთ," - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები