29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარიზის ოლიმპიადის გახსნას ეხმაურება.

"ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ" ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! ესაა აქტუალური თემა და პრობლემაა დღეს?!
არა რუსულ კანონს!!!" - წერს მდინარაძე facebook-ზე.

იქამდე, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ღონისძიება ფრანგმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ასევე, ფრანგმა ეპისკოპოსებმა გააკრიტიკეს. მათ ღონისძიების გარკვეული ასპექტები ქრისტიანობის დაცინვად შეაფასეს.

მაგალითად, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სეგმენტი სახელწოდებით "დღესასწაული", რომელიც დაიწყო მაგიდასთან მჯდომარე ჯგუფით, რამდენიმე დრაგ ქუინის მონაწილეობით, რომელიც მოგვაგონებდა საიდუმლო სერობას.
ამ სეგმენტის მუსიკა ლესბოსელი აქტივისტის, დიჯეი ბარბარა ბუჩის მიერ იყო შექმნილი.

დღის ამბები