29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"ვარსკვლავური ომებიდან" პრინცესა ლეიას ბიკინი აუქციონზე 175 000 დოლარად გაიყიდა

"ვარსკვლავური ომებიდან" პრინცესა ლეიას ბიკინი, აუქციონზე 175 000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოქროს ბიკინი მსახიობ კერი ფიშერს "ვარსკვლავური ომების" ფილმ "ჯედაის დაბრუნებაში" ეცვა. აღნიშნული კოსტიუმი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსია.

კერი ფიშერი იხსენებდა, რომ პრინცესა ლეას სამოსის ნახვის დროს, ეგონა, რომ რეჟისორი ჯორჯ ლუკასი "ხუმრობდა".

მსახიობი, 2016 წელს, გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე გაკეთებულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ პერსონაჟის სამოსში გამოწყობილი ფიქრობდა, რომ შიშველი იყო და თავს უხერხულად გრძნობდა, რის გამოც ხშირად ნერვიულობდა.

დღის ამბები