29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, - ინფორმაციას ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, საწყობში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები