29 სექტემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ოპოზიციას დღის წესრიგში აღარაფერი აქვს და ამიტომ მიედ-მოედება სხვადასხვა საკითხს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დღის წესრიგში აღარაფერი დარჩათ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" კანონის საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

მაჭარაშვილის თქმით, კანონზე "ორკესტრირებული შეტევა" ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები "შავი ფულის" გამოჩენის წინააღმდეგები არიან.

"ოპოზიციას დღის წესრიგში აღარ აქვს აღარაფერი და ამიტომ მიედ-მოედება სხვადასხვა საკითხს. წინასაარჩევნოდ რომ იმისთვის მოიცლი, თურმე, გამჭვირვალობას უნდა შეეწინააღმდეგო, იმ დროს, როდესაც გამჭვირვალობის კანონს იღებს მთელი მსოფლიოს სახელმწიფოები, უკვე ნიშნავს, რომ შენ დღის წესრიგში აღარაფერი აღარ გაქვს.

რაც შეეხება ორკესტრირებულ შეტევას გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს იქნება ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიცია, თუ არასამთავრობო სექტორი, ნიშნავს იმას, რომ ებრძვიან შავი ფულის გამოჩენას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები