29 სექტემბერი 2024,   06:21
ვრცლად
საქართველოში გამჭვირვალე პროცესებია - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები უკვე ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის - გურამ მაჭარაშვილი

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, დემოკრატიის ინდექსით, მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული, "ხალხის ძალაში" შეაფასეს. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები უკვე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საზოგადოება და ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის:

"დღეს, საქართველოში იმდენად გამჭვირვალე პროცესებია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები უკვე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საზოგადოება და ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის. კვირაში მინიმუმ ორჯერ, ყველა მაჩვენებელში საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული. როდესაც შენ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავ, ინარჩუნებ მშვიდობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გექნება მშვიდობა, რასაც ადასტურებენ ათეულობით საერთაშორისო და მსოფლიო ორგანიზაციები," - აცხადებს აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები