29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
უბრალოდ სასაცილოა როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ რაღაც შიში აქვთ ძალადობის, არავითარი ძალადობა არ იქნება ქვეყანაში - შალვა პაპუაშვილი

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" პროკურატურას მიმართავს და მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაანონსებულ ძალადობაზე საუბრობს.

პარტიის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და ერთ-ერთ მაგალითად, შალვა პაპუაშვილის განცხადება დაასახელეს.

ოპონენტების ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ ძალადობა ოპოზიციის ხელწერაა, რომელსაც ოპოზიციისა და უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან კამპანიური ხასიათი აქვს:

"ძალადობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ოპონენტების მიმართ აწარმოებდნენ ძალადობას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი, როდესაც პირდაპირ ხდებოდა ტერორის კამპანია უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ - ეს იყო ძალადობის მთელი კამპანია. ამიტომ, უბრალოდ სასაცილოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მათ რაღაც შიში აქვთ ძალადობის, არავითარი ძალადობა არ იქნება ქვეყანაში.

ყველას მოვუწოდებ გავიდნენ და შეხვდნენ მოსახლეობას, თუმცა მეორე საკითხია რა აქვთ მათ მოსახლეობისთვის სათქმელი. გასაგებია რას გულისხმობენ ისინი ძალადობის მოწოდებაში - ჩემს სიტყვებს, როდესაც მე ვთქვი, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმ ყველაფრისთვის, რისკენაც მოუწოდებდნენ სახელმწიფოს, პასუხს მოსთხოვენ პოლიტიკურად. მათ უნდათ დააშინონ მოსახლეობა, რომ კრიტიკული კითხვები არავინ დაუსვას და როგორც კი ვინმე კრიტიკულ კითხვას დასვამს, ამას მონათლავენ ძალადობად," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები