29 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ ხაზარაძის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ქვეყანას დააკარგვინა წლები, შემოსავლები და უამრავი სამუშაო ადგილი - ირაკლი ზარქუა

ხელისუფლების წარმომადგენლები ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც დავა მამუკა ხაზარაძის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თემაზე სპეკულაციები დასრულებულია, ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით კი დადასტურდა, რომ "ლელოს" დამფუძნებლები არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.

"რა უდროო დროს ჩამოკრა ზარმა "ლელოს" თავზე, წინასაარჩევნოდ კიდევ ეგ უნდოდათ? - 3 პროცენტი ჰქონდათ და ახლა საერთაშორისო სასამართლომ - საერთაშორისო არბიტრაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით - ხაზარაძის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საუკუნის პროექტის მიმართ ქვეყანას დააკარგვინა ის წლები, შემოსავლები და ჩემს საქართველოს კიდევ უამრავი სამუშაო ადგილი," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ნინო წილოსანის შეფასებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ბოლო მოუღო მანიპულაციებსა და თაღლითურ მცდელობებს.

"საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ბოლო მოუღო მანიპულაციებსა და თაღლითურ მცდელობას, რომ სახელმწიფოს მხარეს გამოვიდეს ამ ჩავარდნილი პროექტის ტვირთი. სახელმწიფოს მხარეს არის თავად ანაკლიის იდეა, სახელმწიფოს მხარეს არის ამ პროექტის განახლება, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მხარეს არის ამ პროექტის ჩავარდნა, ამდენი წელი დაპაუზება," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები