29 სექტემბერი 2024,   06:26
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა - რა პასუხი აქვს ოფიციალურ თბილისს ვაშინგტონის მიერ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე

რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად - სენატორების შეკითხვის საპასუხოდ, ჯეიმს ო"ბრაიენი აცხადებს, რომ შტატების დახმარებას საქართველოსთვის კონკრეტული პირობები აქვს, რაც არჩევნებს, გამჭვირვალობის კანონსა და ჩინეთთან პარტნიორობას უკავშირდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. დისკუსია ევროპის მომავალს ეხებოდა.

საქართველო შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და არა უსამართლო მიდგომას - ასე ეხმაურება პარტნიორების კრიტიკას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ურთიერთობის გადატვირთვისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან მეგობრული დამოკიდებულება და არა "მეგობარი აქტი", რომელიც მისივე თქმით, სანქციებით შანტაჟს ნიშნავს. პრემიერის განცხადებით, გაუგებარია ისიც, რატომ ისმის კრიტიკა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

სენატში საუბარი იყო სანქციებზეც. ო"ბრაიენის თქმით, ამ მიმართულებით მსჯელობა გრძელდება. ამას ჰელსინკის კომისიის ის წერილიც ადასტურებს, რომლითაც კომისიის წევრები ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში, რომელსაც ხელს რამდენიმე კონგრესმენი აწერს, ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ამერიკელი პარტნიორების გზავნილებს სრულად იზიარებენ მმართველი პარტიის ოპონენტები. ისინი ურთიერთობის გაუმჯობესებას მხოლოდ არჩევნებს უკავშირებენ.

მმართველი გუნდი კი დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საუბრობს. უმრავლესობას კონკრეტული არგუმენტები მოჰყავს და აცხადებს, რომ სენატში გაჟღერებული კრიტიკა უსამართლოა, ისევე როგორც სანქციების დაწესების მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისთვის.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მოსმენა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს ეხებოდა. კანონმდებლებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, უკრაინის დახმარება და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

დღის ამბები