29 სექტემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ეკა სეფაშვილი ჰელსინკის კომისიის მოწოდებაზე ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით: რისთვის აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს? იმიტომ, რომ სამშობლო უყვარს და მისი ინტერესებისთვის იბრძვის?

"ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება, თუმცა მისი დაშანტაჟება ვერ შეძლეს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, რითაც ჰელსინკის კომისიის ენტონი ბლინკენისადმი გაკეთებულ მოწოდებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის კომისიის მოწოდება არასამართლიანია და მიზნად საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას ისახავს.

"ჰელსინკის კომისიის ენტონი ბლინკენისადმი გაკეთებული მოწოდება, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ხმამაღალი, პოლიტიკური განცხადებაა, რომელიც ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს დაშანტაჟებას ისახავს მიზნად.

ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება, თუმცა დაშანტაჟება ვერ შეძლეს. მისი ორი მილიარდი დოლარი გაყინულია, სწორედ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან. ასე ვუწოდებთ, იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიოში ომების მიმდინარეობით. ასე, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად უკვე დასანქცირებულია.

ჰელსინკის კომისიის მიერ ენტონი ბლინკენისადმი გაკეთებული მოწოდება არასამართლიანია და მათ რეპუტაციას აყენებს ზიანს. რისთვის აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ სამშობლო უყვარს და მისი ინტერესებისთვის იბრძვის? რა არის რეალური მიზეზი? რას აშავებს ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული საქართველოს კულტურის, შემოქმედებითი პოტენციალის, სპორტის და ასე შემდეგ განვითარებისთვის. ამის გამო უნდა დაასანქცირონ? საინტერესოა რა არის ჰელსინკის კომისიის ამ მოთხოვნის საფუძველი?", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები