16 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები - ირაკლი კობახიძე

შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა შოვში, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

"ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.

აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა პრემიერმა.

შოვში პანაშვიდი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა გადაიხადა, რომლის განცხადებითაც  შოვში მომხდარმა ტრაგედიამ, ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა სრულიად საქართველოს.

"შოვში ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ, ძალიან დიდი ტკივილი და იარა მიაყენა თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს. აშენდება ახალი ტაძარი - ასურელი მამების სახელობის. ამასთან დაკავშირებით იკურთხება ჯვარი, რომელიც აღიმართება იმ ადგილას სადაც ეს ტაძარი დაიდგმება," - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

დღის ამბები