05 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
Frontier Airlines-ის პილოტი ჰიუსტონის აეროპორტში დააკავეს, რის გამოც რეისი გადაიდო

პოლიციამ Frontier Airlines-ის პილოტი ჰიუსტონის აეროპორტში დააკავა, რის გამოც რეისი გადაიდო. თვითმფრინავი ჰიუსტონიდან დალასის რაიონში უნდა გაფრენილიყო. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ჰიუსტონის პოლიციის ცნობით, მფრინავი, სეიმურ უოკერი, ოფიცრებმა ხუთშაბათს საღამოს 4 საათზე დააკავეს, სანამ მგზავრები თვითმფრინავში ასვლას დაიწყებდნენ. მათი განმარტებით, უოკერი "ინციდენტის გარეშე დააკავეს".

45 წლის მფრინავი თავდასხმისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა, რომელიც გაცემული იყო დალას ფორტ უორტის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.

პილოტის დაკავების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით Frontier Airlines-მა დაადასტურა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პილოტი ავიაკომპანიასთან ან მფრინავის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხზე არ დაუკავებიათ.

კომპანიის განმარტებით, პილოტის დაკავების შემდეგ, შემცვლელი პილოტის მყისიერად გამოცხადება ვერ მოხერხდა, რის გამოც იძულებულები გახდნენ, რეისი გადაედოთ.

დღის ამბები