05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
აშშ-ში, ტროპიკული შტორმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთს ტროპიკული შტორმი "დები" დაატყდა თავს. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. დაღუპულთა შორის არის 13 წლის ბიჭი, რომლის სახლსაც ხე დაეცა, ასევე - სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის მანქანა გზიდან არხში გადავარდა. გარდაცვლილია ქალი და მისი 12 წლის შვილი, რომლებიც სტიქიის დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.

როგორც BBC წერს, თავდაპირველად ქარიშხალმა ფლორიდას გადაუარა, ამის შემდეგ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის ჯორჯიის შტატის ნაწილს, ასევე - სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას. ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, 150 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეფერხებებია ასევე ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში.

დღის ამბები