05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადება - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის მუქარა ჩაიბარა

ირანი ისრაელზე თავდასხმას აპირებს. თეირანის მუქარა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს უნგრელმა დიპლომატმა ჩააბარა. ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაში, ისრაელთან ერთად შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს და შურისძიებას მოკავშირეებთან ერთად აპირებს.

დიპლომატიურ უწყებებში გახმოვანებული მუქარის გარდა, თეირანმა კონფლიქტის წინ პრაქტიკულ ზომასაც მიმართა. გუშინ თეირანში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შოიგუ იმყოფებოდა, რომელმაც ირანს კრემლის მხარდაჭერა აღუთქვა.

მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეირანმა რუსეთს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინ, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა სთხოვა. ისრაელის პრემიერმა კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე ისრაელის ინტერესების დაზიანების გამო, მოსალოდნელი პასუხის შესახებ გააფრთხილა.

მხარეებს შორის დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვასინგტონი ყველა შესაძლო ხერხს იყენებს, რომ მხარეები დეესკალაციის აუცილებლობაში დაარწმუნოს და რეგიონი ძალადობისგან იხსნას.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კონფლიქტი, ისრაელის მიერ კონტროლირებად ქალაქ მაჟდალ შამში ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული თავდასხმა გახდა, რასაც ისრაელმა თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის და რამდენიმე ტერორისტის ლიკვიდაციით უპასუხა. ირანმა აფეთქებაში ისრაელთან ერთად ამერიკაც დაადანაშაულა და მოკავშირეებს შურისძიებისკენ მოუწოდა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 


 
 
 

დღის ამბები