05 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
ქარიშხალ "დების" გამო, ფლორიდის ქუჩები მდინარეებად იქცა

ქარიშხალ "დების" გამო, ფლორიდის ქუჩები მდინარეებად იქცა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. მაშველები, საავტომობილო გზებზე ნავებით გადაადგილდებიან. ამჟამად ქარიშხალი აშშ-ის სამხრეთისკენ მიემართება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ქარიშხალი "დები" ფლორიდის შტატს დაატყდა თავს, მისი სტატუსი შეიცვალა და ახლა ის აშშ-ის სამხრეთ ნაწილს უტევს.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯორჯიას შტატში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის ნაწილებში, პარასკევის ჩათვლით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რამაც შეიძლება კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვიოს.

ამ შტატების გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

დღის ამბები