05 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
FBI-იმ ყოფილი ამერიკელი მზვერავის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც ბრალს FARA-ს დარღვევაში სდებენ

FBI-იმ ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაერო-ს ყოფილი ინსპექტორის სკოთრითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც თავად რითერმა განაცხადა, მას ბრალად ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.

რითერის აზრით, სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ემსახურება, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

"ის, რაც ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა მე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. მე ახლავე გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, - განაცხადა მან.

როგორც რითერი ამბობს, ის არ აპირებს გაჩუმებას და თავისი საქმის კეთებას კვლავ გააგრძელებს.

დღის ამბები