05 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინამ ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის მიმართულებით ათობით საბრძოლო დრონების საშუალებით შეტევა განახორციელა

ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინამ ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის მიმართულებით ათობით საბრძოლო დრონების საშუალებით შეტევა განახორციელა.

ავიაცია მთელი ღამის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე იყო გადასული. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე სამიზნის განადგურება შეძლო.

ლუკაშენკო ამბობს, რომ, რუსულ მხარესთან კოორდინირებულად მოქმედებს, კიევს კი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ დროისთვის, ბელარუსის ტერიტორიაზე საჰაერო სამიზნეების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ოფიციალური მინსკი ამბობს, რომ კიევმა რუსეთზე თავდასხმის განსახორციელებლად ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა.

დღის ამბები