05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ევაკუაცია ათენის შემოგარენში: საბერძნეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის შეკავებას ცდილობს

ტყის ხანძარი ათენში - ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დედაქალაქის შემოგარენში. ხელისუფლებამ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი უწყების ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად, რომელიც ქალაქ ვარნავასში კვირას გაჩნდა, 685 მეხანძრე-მაშველი და წყლის ბომბებით სავსე 32 ვერტმფრენი გაგზავნეს.

კლიმატის კრიზისებთან ბრძოლის მინისტრის, ვასილისა კიკილიასას თქმით, მეხანძრეები, უკვე 20 საათზე მეტია, "სახიფათო" ხანძარს ებრძვიან, რომელსაც ქარი აძლიერებს.

ორშაბათის დილის შემდეგ, დაფიქსირდა ხანძრის 40-მდე ახალი კერა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 30 კმ-ზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ხანძარი "დიდი სიჩქარით" უახლოვდება ათენიდან 16 კილომეტრში მდებარე ქალაქ პენტელს.

ექიმებმა სასწრაფო დახმარება 13 ადგილობრივსა და 2 მეხანძრე-მაშველს აღმოუჩინეს - მათ დამწვრობები და სასუნთქი გზების ტრავმები აღენიშნებოდათ. ატიკაში მდებარე სამი საავადმყოფო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადაყვანილი. მოხდა ათობით ბავშვის ევაკუაცია.

 

წყარო: CNN

დღის ამბები