23 იანვარი 2025,   00:38
ვრცლად
140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება - 24 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენას "ერისიონი" დაიკავებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ანშლაგით ჩატარებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ, ანსამბლი ერისიონი "ქართულ საგანძურს" შეკვეთილში წარადგენს. ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები Black Sea Arena-ს სცენაზე 24 აგვისტოს აჟღერდება.

      მოცეკვავეები მომღერლებთან ერთად სპეციალურად შექმნილი პროგრამისთვის ემზადებიან. ევროპული ტურნეს შემდეგ, "ერისიონის" მოცეკვავეები ქართველ აუდიტორიას განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან.

      საცეკვაო ნომრებთან ერთად Black Sea Arena-ს მაყურებელი ერისიონის მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებულ სიმღერებსაც მოისმენს. ახალი და გამოცდილი მუსიკოსები აუდიტორიას ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნამუშევრებს კიდევ ერთხელ გააცნობენ.

      ერისიონის კონცერტი მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური კამპანიის Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი მაყურებლის წინაშე 11 დღეში წარდგება.

      დღის ამბები