08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების მონაწილე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების მონაწილე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 775 ადამიანს ბრალი, ძარცვისთვის, ხანძრის მოწყობისთვის და რასისტული თავდასხმებისთვის წარუდგინეს. დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

დიდ ბრიტანეთში აქციები 17 წლის მოზარდის მიერ ქალაქ საუტპორტში საბავშვო სკოლაზე თავდასხმის გამო დაიწყო.

თავდამსხმელმა სამი მცირეწლოვანი ბავში მოკლა რვა ადამიანს კი ცივი იარაღით გაუსწორდა. მედიაში მისი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ულტრამემარჯვენეები ინგლისის მასშტაბით მეჩეთების დაწვას ცდილობდნენ და იმიგრანტებს უსწორდებოდნენ.

დღის ამბები