20 სექტემბერი 2024,   21:56
ვრცლად
კანადაში, პოლარულმა დათვებმა ერთ-ერთ კუნძულზე მომუშავე პირი მოკლეს

კანადაში, პოლარულმა დათვებმა ერთ-ერთ კუნძულზე მომუშავე პირი მოკლეს - ადგილზე დამხმარე პერსონალი მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცი კანადის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ბრევურტში, ნუნუვატას დაუსახლებელ ნაწილში მუშაობდა.

კორპორაცია Nasittuq-ის თანამშრომლებმა, რომელიც კანადური ხელისუფლებისთვის თავდაცვით რადარებს მართავს, ადგილზე მისვლისთანავე ერთ-ერთი დათვი მოკლეს.

საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, პოლარული თეთრი დათვების თავდასხმები მთელ მსოფლიოში საკმაოდ იშვიათია, მათ შორის კანადაშიც. ფონდის შეფასებით, მსოფლიოში, 22 000-დან 31 000-მდე თეთრი დათვი არსებობს.

წყარო: Sky News

დღის ამბები