05 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
"ურბანული, სატრანსპორტო თვალსაზრისით ყველანაირად გაუმართლებელი გადაწყვეტილება" - საკრებულოს ოპოზიცია სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებს

საკრებულოს ოპოზიციური პარტიები სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაიცა ნებართვა, 47 სართულიან კომპლექსს კიდევ 12 სართული დაემატოს.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

"ეს არის ურბანული, სატრანსპორტო თვალსაზრისით ყველანაირად გაუმართლებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან აქ 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა და დამატებით კიდევ 20 000 კვ.მ-ს დაშენება ამ ტერიტორიაზე, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქის კიდევ უფრო სავალალო სიტუაციაში ჩაგდებას", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველო" საბა ბუაძე.

დღის ამბები