05 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
მოსაწვევები 333 დოლარად - ამერიკელმა წყვილმა ქორწილში მხოლოდ ის ადამიანები დაპატიჟა, ვინც თანხა გადაიხადა

აშშ-ში, ნიუ-იორკელმა წყვილმა საკუთარი ქორწილის ბილეთები გაყიდა. როგორც Foxnews-ი წერს, ქორწილში მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, ვინც ამაში თანხა გადაიხადა.

როგორც თავად ჰყვებიან, სტუმრების სიის შედგენისას, აღმოაჩინეს, რომ 350 ადამიანის დაპატიჟება უწევდათ. წყვილმა გადაწყვიტა, რომ სია საკუთარი არჩევანით არ შეემცირებინა და ქორწილში სტუმრობა სტუმრებისთვისვე მიენდო - განსაკუთრებულ დღეს მათ გვერდით მხოლოდ ის ადამიანები იქნებოდნენ, ვინც ამაში 333 დოლარს გადაიხდიდა. შედეგად, ქორწილს მხოლოდ 60 ადამიანი დაესწრო. 

ქორწილი გასულ წელს შედგა, თუმცა ამბავი სოციალურ ქსელებს ცოტა ხნის წინ მოედო და წყილმა ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

დღის ამბები