05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ბრიტანელი მაგნატის ცხედარი მაშველებმა მისი საოჯახო იახტის ჩაძირვის ადგილას იპოვეს

ბრიტანელი მაგნატის, მაიკლ ლინჩის ცხედარი მაშველებმა მისი საოჯახო იახტის ჩაძირვის ადგილას იპოვეს. გემი სიცილიის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად ჩაიძირა.

მისი 18 წლის ქალიშვილი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იახტის ჩაძირვის ადგილას, მაიკლ ლინჩის გარდა, მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს.

იახტა სიცილიის სანაპიროსთან იყო გაჩერებული, როდესაც ორშაბათს, ძლიერი შტორმის შედეგად, ჩაიძირა. იახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 15 უვნებლად გადარჩა, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 6 მგზავრი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მაშველებმა დაკარგული მგზავრის 5 ცხედარს ოთხშაბათს, იახტის ჩაძირვიდან მესამე დღეს მიაკვლიეს.

დღის ამბები