13 სექტემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, ტაილანდის კურორტზე სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა - დაღუპულებს შორის ტურისტებიც არიან

ტაილანდში, ტურისტულ კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს.

"დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლები დააზიანა. ტერიტორიის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ", - აღნიშნავენ პოლიციაში.

დღის ამბები