13 სექტემბერი 2024,   02:33
ვრცლად
რუსეთში პატიმრებმა ათობით მძევალი აიყვანეს და პენიტენციური დაწესებულების 5 თანამშრომელი მოკლეს

ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში პატიმრებმა ათობით მძევალი აიყვანეს. მოკლულია პენიტენციური დაწესებულების 5 თანამშრომელი. არიან დაშავებულებიც.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები აცხადებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან.

რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა კოლონიაზე კონტროლის დაკარგვა დაადასტურა. შენობის გარე პერიმეტრზე სპეცრაზმია მობილიზებული. საპატიმროში 1 230 ადამიანი იხდის სასჯელს.

 
დღის ამბები