13 სექტემბერი 2024,   02:29
ვრცლად
13 მეტრიანი ვეშაპის გადასარჩენ რამდენიმე დღიან სამაშველო ოპერაციას, სიდნეიში მედია პირდაპირ ეთერში აშუქებდა

ავსტრალიაში, სიდნეის სანაპიროსთან, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ნავსადგურში, ვეშაპის გადასარჩენი დრამატული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მაშველებმა ნავსადგურთან კუზიანი ვეშაპი აღმოაჩინეს, რომელსაც კუდი სათევზაო ბადეში ჰქონდა გახლართული. 13 მეტრიანი ვეშაპის შესახებ პირველი შეტყობინება მაშველებმა ხუთშაბათს მიიღეს და მის გადასარჩენად ოპერაცია დაიწყეს, თუმცა ხუთშაბათს ვეშაპის დახმარება ვერ მოხერხდა, რადგან მის სხეულზე მიმაგრებული ჯიპის ტრეკერი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ოპერაცია ღამით შეწყდა.

ვეშაპის ადგილმდებარეობა პარასკეს დილით დაადგინეს და ოპერაცია კვლავ განახლდა. მაშველების განმარტებით, ოპერაციას ვეშაპის წარმოუდგენელი ენერგია აფერხებდა, რის გამოც მასთან მიხლოებას ვერ ახერხებდნენ. 13 მეტრიანი ვეშაპის შესანელებლად სამაშველო ბრიგადამ სპეციალური ტივტივები გამოიყენა, რის შემდეგაც სპეცტექნიკის გამოყენებით ვეშაპის ბადისგან გათავისუფლება შეძლეს.

ვეშაპის გადასარჩენი სამაშველო ოპერაციის პირდაპირ ტრანსლაციას ადგილობრივი მედია ვერტმფრენის დახმარებით ახორციელებდა. კდრებში კარგად ჩანს, ბადეში გახვეული ვეშაპის სილუეტი.

დღის ამბები