13 სექტემბერი 2024,   04:37
ვრცლად
კურსკი, ბრიანსკი, ბელგოროდი, კრასნოდარი და ვოლგოგრადი - რუსეთის 5 რეგიონში უმართავი ვითარებაა, უკრაინული ძალები კი წინსვლას განაგრძობენ

შემზარავი კადრები ვოლგოგრადის მეცხრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან -  ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ კლავენ დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრები. სასტიკი მეთოდებით მოკლულია ხუთი ოფიცერი. ჩანაწერში ისმის თავდამსხმელების მოწოდებებიც. დამნაშავეებმა თავი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებად გამოაცხადეს.  

რუსეთი კიდევ ერთ კრიზისთან გამკლავებას უშედეგოდ ცდილობს. მეექვსე დღეა ვოლგოგრადის მეზობელ როსტოვის ოლქში ქვეყნის ნავთობის რეზერვების ერთ-ერთი უდიდესი საცავი იწვის. ნავთის რეზერვუარების დეტონაციის საფრთხის გამო ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს.

რთულია ვითარებაა კურსკის ოლქშიც. ტერიტორიაზე შეტაკებები არ წყდება. BBC-ის მონაცემებით, უკრაინის ძალების შესაკავებლად გაგზავნილი წვევამდელები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. უკრაინის არმიის წინსვლის პარალელურად ფართოვდება იმ რეგიონების ჩამონათვალიც, რომლიდან მოსახლეობაც სავალდებულო ევაკუაციას ექვემდებარება.

საგანგებო ვითარებაა კრასნოდარის ოლქშიც, აფეთქებულია პორტი "კავკაზი". სავარაუდოდ, უკრაინის ძალებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. იერიშის შედეგად საწვავით დატვირთული ბორანია ჩაძირული, რომელზეც საწვავის 30 ავზი იყო. ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, დარტყმის გამო ხიდზე დროებით გადაადგილება შეზღუდულია. პორტი "კავკაზი" ქერჩის ხიდის მახლობლად მდებარეობს. 

კურსკის ოლქთან ერთად შეტაკებებია ბრიანსკის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის ძალებს უკრაინის მებრძოლები დაუპირისპირდნენ.

რთული ვითარებაა უკრაინის ფრონტის ხაზზეც. ოკუპანტი სახელმწიფო უკრაინის ტერიტორიაზე შეტევას განაგრძობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლი უკრაინაში სამხედრო მიმართულებებიდან მცირე დაჯგუფებებს ხსნის და კურსკში აგზავნის.

 

დღის ამბები