13 სექტემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ნეპალში სამგზავრო ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 14 მგზავრი დაიღუპა​

ნეპალში, ინდური სამგზავრო ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად სულ მცირე 14 მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავტობუსში, რომელიც პოხარადან ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიემგზავრებოდა, დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. ტანაჰუნის რაიონში, მდინარე მარსიანდის ნაპირზე, ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

შემთხვევის მიზეზი და დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები