13 სექტემბერი 2024,   04:40
ვრცლად
კალიფორნიის უდაბნოში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს - dailymail

აშშ-ში, კალიფორნიის უდაბნოში, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც ცაში უცნაურად ანათებდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

კალიფორნიის ცაზე პარანორმალური მოვლენები ხუთშაბათს საღამოს დააფიქსირეს. უცნაური ნათების გადაღება ადგილობრივებმა შეძლეს, რის შემდეგაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერთ-ერთ 50 წამიან ვიდეოში ჩანს, რომ ცაში უცნაური წითელი ნათება ციმციმებს. თვითმხილველები სოციალურ ქსელში ამტკიცებდნენ, რომ უცხოპლანეტელების მფრინავი აპარატი დაინახეს და მისი დაფიქსირებაც შეძლეს. ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ კი, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა არაერთი სხვა მსგავსი ისტორიაც გაიხსენეს.

დღის ამბები