13 სექტემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საფრანგეთში, სინაგოგის წინ რამდენიმე მანქანა აფეთქდა - მომხდარს აშკარა დანაშაულებრივი ქმედება უწოდეს

საფრანგეთში, სინაგოგის წინ რამდენიმე მანქანა აფეთქდა - შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს აშკარა დანაშაულებრივი ქმედება უწოდა.

მან სოციალურ ქსელ "X-ზე", გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: "მინდა დავარწმუნო ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეები და მუნიციპალიტეტი ჩემს სრულ მხარდაჭერაში“.

ფრანგული გაზეთის Le Figaro-ს ცნობით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ადამიანი, რომელიც სინაგოგის წინ მანქანებს ცეცხლს უკიდებდა.

საფრანგეთში ებრაული ინსტიტუტების წარმომადგენლობითმა საბჭომ (CRIF) ინციდენტს, "ებრაელთა მკვლელობის მცდელობა" უწოდა.

CRIF-ის პრეზიდენტმა "X-ზე" დაწერა, რომ მანქანაში გაზის კასრის აფეთქება სინაგოგის წინ მლოცველთა ჩამოსვლის მოსალოდნელ დროს მოხდა.

 

 

დღის ამბები