"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
"მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია" - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი-გიორგი გაზდელიანი.