13 სექტემბერი 2024,   13:45
ვრცლად
გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე - ბათუმელი მსმენელი დღეს კომპოზიტორის ცნობილ და აქამდე უცნობ კომპოზიციებს მოისმენს

გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე - ბათუმელი მსმენელი დღეს კომპოზიტორის ცნობილ და აქამდე უცნობ კომპოზიციებს მოისმენს.

არაერთი ცნობილი ოპერეტისა თუ მიუზიკლის ავტორის ნატვრა ასრულებულია - ოჯახის წევრების თქმით, გოგი ცაბაძეს კონცერტის ბათუმში ჩატარება ყოველთვის უნდოდა, თუმცა, ეს მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. სიმბოლურია, რომ ცაბაძის 100 წლის იუბილეს სწორედ ზღვისპირა ქალაქი უმასპინძლებს.

100-მდე კომპოზიცია და 80-მდე შემსრულებელი - ფესტივალზე ცაბაძის ცნობილი და აქამდე ნაკლებად პოპულარული სიმღერები შესრულდება. მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, საიუბილეო საღამო ავტორის აქამდე უცნობ ისტორიებს და თეატრალურ დადგმებსაც დაეთმობა.

ვერის უბნის მელოდიების ავტორის სიმღერებს ბათუმში არაერთი ცნობილი მომღერალი შესარულებს.. ახლა ფესტივალის მონაწილეები ბოლო რეპეტიციას გადიან. ცაბაძის პოპურს დავით მაზაშვილის ბენდი შესარულებს.

ბათუმი, ქუთაისი, თელავი და თბილისი - კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იქნება, როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით.

საკუთარი კომპოზიციების შესრულება თავადვე უყვარდა. გოგი ცაბაძემ სიცოცხლეშივე შეძლო სახალხო კომპოზიტორის ტიტულის მოპოვება. გოგი ცაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, 24 აგვისტოს ბათუმი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში ჩატარდება.

დღის ამბები