13 სექტემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ილონ მასკის კომპანიის კიდევ ერთი წარმატებული ექსპერიმენტი - Neuralink-ის მეორე პაციენტი Counter-Strike-ს ფიქრის საშუალებით თამაშობს

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი, რომელიც ტვინის იმპლანტებს აწარმოებს, აცხადებს, რომ მეორე პაციენტისთვის გადანერგილი ჩიპი წარმატებით მუშაობს. ინფორმაციას reuters- ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, პაციენტისთვის გადანერგილი ჩიპი გამართულად მუშაობს, რაც მას საშუალება მისცა ფიქრის საშუალებით ვიდეო თამაშები, კერძოდ: Counter-Strike-ი ითამაშოს და 3D გრაფიკები ააწყოს.

პირველი პაციენტის, ნოლანდ არბოსგან განსხვავებით, მეორე პაციენტის იმპლანტი ბევრად გამართულად მუშაობს და მას ნეიროჩიპის მავთულის არასწორი განლაგება არ აღენიშნება.

აღნიშნულმა პრობლემამ პირველი პაციენტის შემთხვევაში სიგნალების გაზომვის ელექტროდების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, თუმცა კომპანია Neuralink-ი განმარტავს, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

ამჟამად კომპანია Neuralink-ი თავის ტვინის იმპლანტის გამოკვლევას ატარებს, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობისთვის, ჩიპის გადანერგვის შემდეგ, პირველმა პაციენტმა ლეპტოპის ეკრანზე კურსორის გადატანა ფიქრის საშუალებით შეძლო, რაც მას საშუალებას აძლევს ითამაშოს ვიდეო თამაშები, დაათვალიეროს ვებსაიტები და გამოაქვეყნოს პოსტები.

დღის ამბები